Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ილიაუნის პლანეტარიუმი

ივლისი 5, 2022 / 12:00

5 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პლანეტარიუმი მონაწილეობას მიიღებს სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაში „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ქალაქ ბათუმში.

ილიაუნის პლანეტარიუმში მოისმენთ ვიდეოლექციებს და ჩვენი მკვლევრებისგან მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ჩვენი სამყაროს წარმოშობის შესახებ. ასევე გაეცნობით მზის სისტემის ობიექტების ბუნებას (პლანეტები, ასტეროიდები, კომეტები, მზე); დიდი და მცირე ვარსკვლავების დაბადებასა და ევოლუციის გზას, ვარსკვლავების მტვრის ღრუბლების მნიშვნელობას; გაიგებთ გალაქტიკის მახასიათებლების შესახებ; გალაქტიკათშორისი სივრცისა და სამყაროს სტრუქტურას.

დრო: 5 ივლისი, 12:00 – 18:00

ადგილმდებარეობა: სამეცნიერო პავილიონები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე (ნინოშვილის ქ. N35)

2022 წელი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივლისი 5, 2022
Time:
12:00
Event Category:
Event Tags: