
4 ოქტომბერს, ვაკის პარკში, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე, გაიმართება ილიაუნის პირველკურსელების მიღების ცერემონია – Welcome Party.
18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიგა ზედანია მიულოცავს პირველკურსელებს ილიაუნიში ჩაბარებას და სწავლის დაწყებას. შემდეგ კი სპეციალურად მათთვის გაიმართება კონცერტი ჯგუფ D10-ის მონაწილეობით. კონცერტის დასრულების შემდეგ, 22:30 საათზე, მოეწყობა გრანდიოზული ფოიერვერკი.
გელოდებით ყველას, რათა პირველკურსელებს განსაკუთრებულად მივულოცოთ სწავლის დაწყება.
[wpai_display_imported_files_here]