Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის შეხვედრების სერია: Adjara Group Hospitality-ს გენერალური დირექტორის, ვალერი ჩეხერიას, საჯარო ლექცია

ნოემბერი 14, 2016 / 17:00

14 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ForbesGeorgia-ს ურთიერთთანამშრომლობით, ჩატარდება Adjara Group Hospitality-ს გენერალური დირექტორის, ვალერი ჩეხერიას, საჯარო ლექცია.

ლექციის თემაა: ბიზნესიდეიდან რეალურ ბიზნესამდე.

მომხსენებლის შესახებ

Adjara Group Hospitality-ს გენერალური დირექტორი, ვალერი ჩეხერია, უკვე ხუთი წელია, კომპანიას მართავს, თუმცა პროფესიით იურისტი სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობოს (ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები) სტრუქტურებში. შემდეგ სასწავლებლად აშშ-ში გაემგზავრა და, ამერიკულ უნივერსიტეტში მიღებული განათლებით დაბრუნებულმა, პირველი შეთავაზება სწორედ იმ ბიზნესმენისგან მიიღო, ვის ბიზნესსაც დღეს მართავს. თემურ უგულავასა და ვალერი ჩეხერიას პირველი თანამშრომლობა Holiday Inn-ის პროექტზე მუშაობისას შედგა. მის შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე.

დრო: 14 ნოემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 405 („ფორბსის“) აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

სწრაფი ბმულები

http://gew.iliauni.edu.ge/
2016 წელი

 

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 14, 2016
Time:
17:00
Event Category:
Event Tags: