
19 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურულ კლუბი მორიგ შეხვედრაზე გიწვევთ. 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა, ბელარუსმა მწერალმა სვეტლანა ალექსიევიჩმა ზეპირი ისტორიის მეთოდის გამოყენებით ახალი ლიტერატურული ჟანრი შექმნა – მწერალი „წითელ“ ადამიანს იკვლევს, უბრალო ხალხს ხვდება და მათი მონათხრობით საბჭოთა ისტორიის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენებს აღადგენს: მეორე მსოფლიო ომს, ავღანეთში ინტერვენციას, ჩერნობილის კატასტროფას, სსრკ-ის დაშლას. როგორ იქცევა ნამდვილ ლიტერატურად უბრალო ადამიანის მონათხრობი? ან იქცევა თუ არა? თუ ეს მაინც კარგი ჟურნალისტური ნამუშევარია? ალექსიევიჩის შესახებ „ჩერნობილის ლოცვის“ მთარგმნელი ნინო ბექიშვილი ისაუბრებს.
დრო: 19 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]