
23 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში კლაუდიო ჩერაი და თამილა გველესიანი საქართველოს კულტურისა და ტრადიციების გავრცელების მიზნით წარმოგიდგენენ იტალიაში ორგანიზებულ ღონისძიებათა ფოტოების გამოფენას „ჩემი საქართველო“.
გამოფენაზე მოწვეული იქნებიან საპატიო სტუმრები: იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე სტეფანო კრეშენცი და კულტურის ატაშე ნინო კილოსანიძე.
დრო: 23 ოქტომბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: S501 აუდიტორია, იტალიური კულტურის ცენტრი (გ.წერეთლის ქ. N3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]