
2015 წლის 26 სექტემბერს, საქართველოში პირველად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ვაკის პარკში, ილიაუნის რიგით მეოთხე სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში, ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა ჩატარდება.
ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა არის ხელოვნების, ხელოსნობის, ინჟინერიის, სამეცნიერო პროექტებისა და თვითნაკეთობების ფესტივალი, რომელიც ერთ დღეს, ერთ სივრცეში შეკრებს ტექნოლოგიების ენთუზიასტებს, გამომგონებლებს, ხელოსნებს, ინჟინრებს, სამეცნიერო კლუბების წევრებს, ავტორებს, მხატვრებს, ლექტორებს, სტუდენტებს, კომერციული გამოფენების ორგანიზატორებს, საინტერესო ბიზნესიდეების მაძიებლებსა და განვითარებისა და ინოვაციების მოყვარულებს მთელი საქართველოდან.
ეს არის სანახაობა, რომელიც საინტერესოა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისა თუ ინტერესის მქონე ადამიანებისთვის.
ფესტივალი იმუშავებს გამოფენა-გაყიდვის ფორმატში.
თუ გსურთ, თქვენი ნაკეთობებით, გამოგონებებით წარდგეთ ფართ აუდიტორიის წინაშე და მონაწილეობა მიიღოთ 26 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე, მაშინ შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2015 წლის 16 სექტემბრისა.
ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაში ან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა შეუძლიათ კერძო პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ სურვილი ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე მოახდინონ საკუთარი გამოგონებებისა, თუ ნაკეთობების დემონსტრირება.
* შერჩეულ მონაწილეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აძლევს შესაძლებლობას, ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში იმუშაონ იდეის პროტოტიპის შექმნაზე ან დახვეწონ და განავითარონ საკუთარი იდეები.
ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გამოფენის ბოლოს გამოვლინდება ღონისძიების საუკეთესო პროექტი, რომლის ავტორს ილიაუნისგან საჩუქრად გადაეცემა DISCOVERY QUADCOPTER.
DISCOVERY QUADCOPTER არის საფრენი აპარატი, რომელსაც გააჩნია ახალი როტორული სისტემა, რაც შესაძლებელს ხდის აპარატი მეტად მანევრირებადი გახდეს. ასევე, Discovery აპარატს შეუძლია ღამით ფრენა და აქვს GPS ავტო პილოტის რეჟიმი.
იხილეთ ღონისძიების ბმული : https://goo.gl/SVLuic
ფაქტები სამეცნიერო პიკნიკის შესახებ
სამეცნიერო პიკნიკი ერთადერთი მასშტაბური ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც
მეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
საკონტაქტო ინფორმაცია
თეკლე კაპანაძე
ილიაუნის მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტების კოორდინატორი:
tekle.kapanadze@iliauni.edu.ge
577 57 55 46
ანა კვანჭილაშვილი
ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
pr@iliauni.edu.ge
[wpai_display_imported_files_here]