ილიაუნი მეორე ტურის მატჩს ტფილისთან გამართავს

ნოემბერი 8, 2026 / 12:00 - 14:00

8 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ილიაუნის ფუტსალის გუნდი მესამე ლიგის მეორე ტურის მატჩს „ტფილისის“ წინააღმდეგ გამართავს.

დავით თაბაგარის გაწვრთნილმა გუნდმა სეზონის პირველ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა — საკმაოდ რთული მეტოქე, „ევროპის უნივერსიტეტი“, 5-2 დაამარცხა. თავის მხრივ, პირველ ტურში „ტფილისმაც“ გაიმარჯვა და „ბსუ-ს“ სძლია.

ორივე გუნდს 3-3 ქულა აქვს, შესაბამისად, მატჩი სატურნირო ცხრილში დაწინაურების თვალსაზრისით პრინციპულ მნიშვნელობას ატარებს.

პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ ილიაუნი ოპტიმალურ ფორმაშია და აქტიურად ემზადება მომდევნო დაპირისპირებისთვის.

ადგილმდებარეობა –  თბილისის ოლიმპიური სასახლე (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა)

მატჩზე დასწრება თავისუფალია, გელოდებით გულშემატკივრებს.