Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას

თებერვალი 23, 2018 / 11:00

23-24 თებერვალს, 11:00-დან 19:00 საათამდე, „ექსპო ჯორჯიას” მე-11 საგამოფენო პავილიონში გელოდებით განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენაზე  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლამაზი და ინტერაქტიული სტენდით, რომელიც ილიაუნის არქიტექტურის მიმართულების სტუდენტების – ლიკა ვადაჭკორიასა და ლაშა გაგნიძის პროექტით დამზადდა.

სტენდთან მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას იმ სიახლეებისა და შესაძლებლობების (სტიპენდიები, კონკურსები, საგანმანათლებლო პროგრამები და ა.შ.) შესახებ, რომელთაც ილიაუნი წელს გთავაზობთ

განათლების VIII საერთაშორისო გამოფენა მიზნად ისახავს, ერთ სივრცეში მოუყაროს თავი საგანმანათლებლო სფეროს სიახლეებსა და შემოთავაზებებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 100-მდე უმაღლესი და პროფესიული სასწავლებელი 11 ქვეყნიდან, ესენია: კვიპროსი, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუსეთი, თურქეთი.

გამოფენის დრო: 23-24 თებერვალი, 11:00-19:00 საათი

ადგილმდებარეობა: „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 საგამოფენო პავილიონი (ა.წერეთლის N118)

განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:
http://educationfair.ge/
https://www.facebook.com/InternationalEducationFairGeorgia/

 

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
თებერვალი 23, 2018
Time:
11:00
Event Category:
Event Tags: