Loading Events

« All Events

  • This event has passed.

იანის სიმონიდესის პერფორმანსი „სოკრატე დღეს”

ოქტომბერი 25, 2017 / 19:00

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში გაიმართება იანის სიმონიდესის სამეცნიერო-პოპულარული პერფორმანსი „სოკრატე დღეს”. წარმოდგენა საბერძნეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ეძღვნება.

თეატრალურ წარმოდგენაში ცოცხლდება პლატონის უკვდავი კლასიკა – მაყურებელი დიდი ფილოსოფოსის სასამართლო პროცესის „თვითმხილველი“ ხდება, ეცნობა სოკრატეს აზრებს სათნოებაზე, სამოქალაქო ვალდებულებაზე, სიცოცხლისა და ქვეყნის სიყვარულზე.

მთავარი როლის შემსრულებელი იანის სიმონიდესი „ემის” ჯილდოს მფლობელია. „დაუდეგარი, იუმორისტული, დიდებული და მომაჯადოებელი“, – წერდა ”Odyssey Magazine” (აშშ) მის შესახებ. „შთამაგონებელი, ვირტუოზული შესრულება“, –  ასე აფასებდა მსახიობს ”Luxembourger Wort”.

ღონისძიება ორგანიზებულია საბერძნეთის საელჩოს მიერ საქართველოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

„სოკრატე დღეს” 450 წარმოდგენა 20-ზე მეტ ქვეყანაში გაიმართა.

დრო: 25 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობაილიაუნის თეატრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ოქტომბერი 25, 2017
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: