
23 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი” პრემია „ლიტერას“ ლაურეატი მწერლის, იაგო თვალაბეიშვილის ახალი წიგნის „გარდასულები” წარდგენა გაიმართება.
წიგნს წარადგენს ფილოსოფოსი, ილიაუნის პროფესორი გიორგი მაისურაძე.
„გარდასულები” იაგო თვალაბეიშვილის მეორე წიგნია. მისი პირველი რომანი „ტრანსმუტაცია” ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018″ და ლიტერატურული პრემია „ლიტერას” გამარჯვებულია ნომინაციაში „2018 წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი”.
ავტორის მეორე წიგნი სამ მოთხრობას აერთიანებს. მათში მოთხრობილია ბედისწერის მიერ ერთმანეთში უცნაურად გადაჯაჭვული სრულიად დაუჯერებელი ამბები, აღწერილია ადამიანების გაუსაძლისი ყოფა და ექსტრემალური გარემოს ზეგავლენით გაშიშვლებული ყველაზე ბნელი, საზარელი, მხარე მათი არსებობისა.
წიგნი გაფორმებულია ავტორის მიერ შექმნილი ილუსტრაციებით.
დრო: 23 იანვარი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]