Loading Events

« All Events

  • This event has passed.

“ჰაიდელბერგცემენტის” კონკურსის პრეზენტაცია

იანვარი 23, 2014 / 15:12

ორშაბათს, 27 იანვარს, 15:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში შედგება შეხვედრა კომპანია ჰაიდელბერგის წარმომადგენლებთან, რომლებიც სტუდენტებსა და ლექტორებს გააცნობენ ინფორმაციას მიმდინარე კონკურსის Quarry life award-ის შესახებ. კონკურსის მთავარი თემაა ბიომრავალფეროვნების მართვა ჰაიდელბერგის კარიერებზე.

შეგახსენებთ რომ, საუკეთესო საპროექტო წინადადებისთვის პრიზი 30 000 ევროს შეადგენს! ეროვნული ჟიურის წევრები არიან:

ხათუნა გოგალაძე -საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი;
პროფესორი დავით თარხნიშვილი – ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი;
გიორგი ლებანიძე – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ წარმომადგენელი);
თამაზ გამყრელიძე – ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენელი;
ირაკლი მახარობლიძე – ჰაიდელბერგცემენტის გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი.

საპროექტო წინადადების (მაქსიმუმ 3 გვერდი) წარდგენის  წარდგენის ვადა 1 მარტი. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/quarrylifeawardgeorgia, ხოლო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვებ-გვერდს www.quarrylifeaward.ge.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
იანვარი 23, 2014
Time:
15:12
Event Category:
Event Tags: