Loading Events

« All Events

  • This event has passed.

”გურამ რჩეულიშვილი“ – წიგნის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

მარტი 24, 2016 / 19:00

24 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ”ქარჩხაძის გამომცემლობა“ გიწვევთ ახალი სერიის – “ქართული ალტერნატიული პროზა” – და მისი პირველი წიგნის პრეზენტაციაზე. წიგნს – სახელწოდებით, ”გურამ რჩეულიშვილი“ წარადგენენ ლიტერატურათმცოდნე თამაზ ვასაძე და ლიტერატურის კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე.

ნაწყვეტი წიგნის ბოლოსიტყვაობიდან:

”გურამ რჩეულიშვილი გამორჩეული მოვლენაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. მწერალს მხოლოდ ხუთი წელი ჰქონდა იმისთვის, რომ საქართველოში ახალი ლიტერატურული ეპოქისთვის დაედო საფუძველი. არცთუ მეგობრულად მიღებული საბჭოთა კრიტიკის მიერ, 22 წლის ახალგაზრდა დებიუტანტი მაშინვე მოექცა პროგრესული ახალგაზრდების ყურადღების ცენტრში, და მას მერე ყველა თაობა თავად ხდება ამ საოცარი, ლაკონური, დამუხტული და მუდამ თანამედროვე ტექსტების ხელახლა აღმომჩენი“.

დრო: 24 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მარტი 24, 2016
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: