
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მე-6 წელია უერთდება გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას და მონაწილეობს გლობალური მეწარმეობის კვირეულში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.
კვირეული 180-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20 000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით 40 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება, რომლებშიც 10 მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის კვირეულის პარტნიორია.
8-14 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორგანიზებას გაუწევს ღონისძიებებს, სემინარებსა და საჯარო ლექციებს, რომლებიც პანდემიის გამო ონლაინ გაიმართება.
კვირეულის ღონისძიებებზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
კვირეულის განრიგი:
თემა: Tech Talk
დრო: 11 ნოემბერი, 19:00 საათი
მომხსენებელი: არჩილ ლაზარიაშვილი, WeScan Georgia-ს თანადამფუძნებელი
ადგილი: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი
ვრცლად: https://bit.ly/3obbj9H
თემა: startup night
დრო: 12 ნოემბერი, 19:00 საათი
მომხსენებელი: გიორგი ჩუგოშვილი, სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებელი
ადგილი: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი
ვრცლად: https://bit.ly/3GRyHSj
თემა: მდგრადი განვითარება მეწარმეობაში
დრო: 13 ნოემბერი, 19:00 საათი
მომხსენებლები:
ადგილი: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი
ვრცლად: https://bit.ly/3q3XQTG
2021 წელი
[wpai_display_imported_files_here]