
19 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი, გიორგი გახელაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „განათლებისა და მეცნიერების რეფორმები საქართველოში“.
მომხსენებელი ისაუბრებს განათლების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, სფეროში მიმდინარე რეფორმების განვითარებაზე საქართველოში; ასევე, სახელმწიფოს როლზე განათლების პოლიტიკაში, სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ძალაუფლების ბალანსზე განათლების სისტემაში.
საჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის – „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“ – ფარგლებში. კურსის მიმდინარეობისას მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმა საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სამართალზე, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე.
ლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია.
დრო: 19 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]