
11 მაისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით, გაიმართება ეთნომუსიკოლოგის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, გია ბაღაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „მარადისობის ესთეტიკური კატეგორია ქართულ სუფრულ სიმღერებში“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ფოლკლორული ანსამბლი „პატარა კახი“ (თელავი).
დრო: 11 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]