Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ღამის ლექციები წიგნის სახლში „ლიგამუსი“

მარტი 19, 2015 / 19:00

19 მარტს, 19:00-დან 00:30 საათამდე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ღონისძიების – „გვიანი ღამე ილიაუნიში“  – ფარგლებში, ჩატარდება ღამის ლექციები.

ილიაუნის ლექტორები ერთ რომელიმე შერჩეულ წიგნზე ისაუბრებენ 25-30 წუთის განმავლობაში.

ღამის ლექციები „ლიგამუსში“ – პროგრამა 

  • 19:00 – ლევან ცაგარელი მაქს ფრიში- ” Homo Faber როგორც თანამედროვეობის რემითოლოგიზაციის ცდა”
  • 19:30 – ათინათ მამაცაშვილი, ერიკა მანი – „მწერალი და ნაციზმი – “როცა ნათელი ქრება”
  • 20:00 – ნოდარ ლადარია, კარლო კოლოდი – „იდუმალი წიგნი – „პინოკიოს თავგადასავალი”
  • 20:30 – დავით პაიჭაძე, კრისტოფერ ბაკლი – „გმადლობთ, რომ ეწევით” – სიცილის დასაწყისი”
  • 21:00 – ნინო ფირცხალავა, ე.თ.ა. ჰოფმანი – “პატარა ცახესი, ცინობერად წოდებული”; ფერიები და განმანათლებლური დესპოტიზმი”
  • 21:30 – გიორგი მაისურაძე, ანდრეი პლატონოვი -“ჩევენგური” – ამაღლებულის იდიოტები”
  • 22:00 – გიგა ზედანია, გაბრიელ გარსია მარკესი – “ლიტერატურული აპოკალიფსი – „მარტოობის ასი წელიწადი”
  • 22:30 – ლევან გიგინეიშვილი, მარკ ტვენი – “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ როგორც ირიბი პოლემიკა”
  • 23:00 – ბელა წიფურია, ერიკ ემანუელ შმიტი -“ულისე ბაღდადიდან” – პოლიტიკური და კულტურული კლიშეების მხარდამხარ”
  • 23:30 – ანა კორძაია-სამადაშვილი, სელმა ლაგერლეფი – “დიდი თავგადასავალი – “ნილსის და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა”
  • 00:00 – პაატა ჩხეიძე, უილიამ შექსპირი – “ჰამლეტის პრობლემა” 

დრო: 19 მარტი, 19:00 – 00:30 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“

დასწრება თავისუფალია.

„გვიანი ღამე ილიაუნიში“  ტრადიციად დამკვიდრდება და გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გელოდებით 19 მარტს ილიაუნიში, ხოლო 20 მარტს – ილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტში ილიაუნის კოსმო დაბადების დღეზე.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მარტი 19, 2015
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: