
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული – საქართველო 2015. კვირეულის ფარგლებში, 12 ნოემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებული იმ ახალგაზრდა მეცნიერების კონფერენცია, რომლებმაც 2014-2015 წლებში მოიპოვეს პასკალის პრემია.
კონფერენციის პროგრამა
Formation and evolution of coronal rain observed by SDO/AIA on february 22, 2012 (”კორონალური წვიმის ფორმირება და ევოლუცია დაკვირვებული კოსმოსური ობსერვატორიიდან SDO/AIA 2012 წლის 22 თებერვალს”
სტატია გამოქვეყნებულია საერთაშორისო ჟურნალში Astronomy & Astrophysics April 15, 2015), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასისტენტ–მკვლევარი ზურაბ ვაშალომიძე
დრო: 12 ნოემბერი, 11:00 საათი
ადგილმდებარეობა: ბოტანიკურის ქ. #1, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი
კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.
რა არის პასკალის პრემია?
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას ინიციატივით, 2014 წელს დაწესდა პასკალის პრემია – ფულადი ჯილდო, რომლის ოდენობა 3 000 ლარია.
პრემია გადაეცემა ილას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის, რომელსაც აქვს სტატიის სახე. ჯილდო ერთ კანდიდატზე გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამ სტატიაზე. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის. პასკალის პრემიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
პროექტის პარტნიორია ”ბაზისბანკი”.
კონფერენციის პროგრამა
[wpai_display_imported_files_here]