
25 აპრილს, 10:00 საათიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A კორპუსი, 102 – ე აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) ჩატარდება უანგარო დონორის აქცია. ამ აქციაში მონაწილეობით, თქვენ მოგეცემათ საშუალება უანგაროდ ჩააბაროთ სისხლი და ამით გამოხატოთ თანადგომა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დახმარება ესაჭიროება. ანალოგიურ აქციაში სისტემატიურად სხვადასხა სამთავრობო და კერძო ორგანიზაციები იღებენ მონაწილეობას, როგორიცაა: საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტი, სამედიცინო აკადემია, აფხაზეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აშშ საელჩო, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, გარემოს დაცვის სამინისტრო, ბუნების დაცვის სააგენტო და სხვა. მათი მხარდაჭერითა და სურვილით დეცენტრალიზებულად (ადგილზე გასვლით), ჩატარდა უანგარო დონორის აქციები და უამრავმა ადამიანმა უანგაროდ გაიღო სისხლი.
შპს “სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური” (სისხლის ბანკი) საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია, სადაც წარმოებს დონორული სისხლისაგან სისხლის კომპონენტების დამზადება და თბილისის კლინიკების სისხლით მომარაგება. სისხლს ძირითადად აბარებენ ფასიანი დონორები, რომელთა მოტივაცია სისხლის გაღების შემდეგ საკომპენსაციო თანხის აღებაა, რის გამოც დონორმა შეიძლება დამალოს სარისკო ქცევა ან რაიმე დაავადება, რაც საფრთხეს უქმნის სისხლის ვირუს უსაფრთხოებას.
აქედან გამომდინარე სახელმწიფო დაკვეთაა ფასიანი დონორების ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო დონორებით, რაც მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფის უსაფრთხო სისხლით ხელმისაწვდომობის გარანტიაა. ჩვენი სისხლის ბანკი აქტიურად მუშაობს უანგარო დონორების მოზიდვისა და რეკრუტირების მიმართულებით. შპს ‘’სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურში’’ ხდება ჯანმრთელი პოპულაციიდან დონაციის ჩატარება, სისხლისა და სისხლის კომპონენტების დამზადება, აქვე ხდება დონორული სისხლის აპრობაცია, დამზადებული სისხლის კომპონენტების ხარისხის კონტროლი, შენახვა და სამკურნალო დაწესებულებების უსაფრთხო სისხლის კომპონენტებით უზრუნველყოფა 24 სთ-იან რეჟიმში.
დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 60 წლამდე თუ თქვენი წონა 50 კგ და მეტია; არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტი B და C; შიდსი; სიფილისი; არ ხართ დაავადებული მალაარით; არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი.
დონაციის დღეს დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი. არ უნდა ჰქონდეს სიცხე, სურდო და სხვა გრიპოზული მოვლენები. სისხლის ჩაბარების დღეს უმჯობესია, დილით მსუბუქად წაიხემსოთ და მიიღოთ თბილი ჩაი. თავი უნდა შეიკავოთ თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღებისაგან.
სისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფროთხოა ჯანმრთელობისათვის.
[wpai_display_imported_files_here]