
26 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია – FabLab Iliauni გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომლის მიზანია სტუდენტებისათვის FabLab-ის უახლესი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაცნობა და მათი დაინტერესება ამ შესაძლებლობების გამოყენებით.
FabLab Iliauni ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიაა უახლესი დაზგა-დანადგარებით, რაც საშუალებას იძლევა, ციფრულ ფორმატში შეიქმნას სასურველი ტექნოლოგიურ-ინოვაციური პროდუქტი.
FabLab Iliauni შენი ინოვაციური პროდუქტის ტექნოლოგიური მხარდამჭერია.
დრო: 26 მარტი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]