
„ევროპის სამეზობლო პოლიტიკა პერსპექტივაში“ – მრგვალი მაგიდა ევროპელი, უკრაინელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით
2014 წლის 7 ოქტომბერი, 11:00-18:30 საათი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
G 106 აუდიტორია
(ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)
2014 წლის 7 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს მრგვალ მაგიდას საერთაშორისო პროექტის – MAXCAP-ის ფარგლებში.
პროექტი მოიცავს 9 აკადემიურსა და კვლევით ცენტრს ევროპიდან, რომლებიც სწავლობენ ევროკავშირის გაფართოების შედეგებსა და პერსპექტივებს. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის ,,მე-7 ჩარჩო პროგრამა კვლევებისათვის”. MAXCAP-ის მიზანია, შეიმუშაოს რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის შესაძლებლობების მაქსიმიზაცია კავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის მიმართულებით.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ევროდელეგაციისა და დიპლომატიური წრეების, ასევე – საერთაშორისო აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ექსპერტები, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური.
დასწრება თავისუფალია. თხოვთ, მობრძანდეთ.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საგარეო ურთიერთობების სამსახური
ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5
ტელ.: (+995 32) 2 22 75 80
ელფოსტა: foreign-relations@ilaiuni.edu.ge
![]() |
![]() |
[wpai_display_imported_files_here]