Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„ევროპის იდეა 1918-1921 წლების საქართველოს საგანმანათლებლო პოლიტიკაში” – ილიაუნის პროსოპოგრაფიული ბაზის მონაცემთა საფუძველზე შექმნილი ელექტრონული რესურსების პრეზენტაცია

მაისი 25, 2017 / 19:00

25 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წარმოადგენს საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზის (prosopography.iliauni.edu.ge) მონაცემთა საფუძველზე შექმნილ ელექტრონულ რესურსებს: „ევროპის იდეა 1918-1921 წლების საქართველოს საგანმანათლებლო პოლიტიკაში”.

აღნიშნული ბაზა არის მეოცე საუკუნის საქართველოს შესახებ დღემდე ინტერნეტსივრცეში არსებული ყველაზე დიდი რესურსი (20 000-მდე პირი, 12 000-მდე ფაქტოიდი, 3500-ზე მეტი წყარო). ბაზაში დოკუმენტირებულია 1918-1921 წლების პერიოდიკა, საქართველოს სახელმწიფო არქივისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დოკუმენტები, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ლიტერატურის მუზეუმში დაცული პირადი არქივები.

დრო: 25 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 25, 2017
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: