Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება – სემინარი სტუდენტებისთვის

დეკემბერი 1, 2022 / 10:14

1-ელ დეკემბერს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერის“ ფარგლებში გაიმართება სემინარი, რომლის მიზანია სტუდენტებისთვის ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შესახებ.

ქვეპროგრამა ხორციელდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სტუდენტთა სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პლატფორმის შექმნას, სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური სერვისის მოდელის ფორმირებას.

სემინარზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს საკონსულტაციო ცენტრის მიღწევების მოკლე ანგარიშს.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 1-ელი დეკემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

 

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 1, 2022
Time:
10:14
Event Category:
Event Tags: