
1-ლ მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, სერგი კაპანაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბ-ნი იოჰანეს დოუმა, შეხვედრას გამართავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
შეხვედრის თემაა: საქართველო და ევროკავშირი.
ენა: ინგლისური
დრო: 1-ლი მაისი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზირი #32 (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]