
4-დან 8 მაისის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, 6-კრედიტიანი საბაკალავრო სპეცკურსის – „კულტურის კვლევების სათავეები“ – ფარგლებში, ემერიტუს-პროფესორი, დრ. მარტინ ბოლახერი ჩაატარებს 5 ლექცია-სემინარს.
თემატიკა
- 4 მაისი: სემინარი – „განმანათლებლობა (კანტი, მენდელსონი, ლესინგი)“
- 5 მაისი: სემინარი – „ლესინგი: ნათან ბრძენი (1779)“
- 6 მაისი: ლექცია – „კულტურათშორისი მედიაცია თუ უნივერსალურის ბატონობა? განაზრებები ჰერდერისეული
ჩინეთის ხატის მაგალითზე“
- 7 მაისი: ლექცია – „მსოფლიო ლიტერატურის კონცეფცია გოეთესთან“
- 8 მაისი: სემინარი – „დეკადენტობა თომას მანის ბუდენბროკებში‘“
განრიგი
- 4 მაისი: 11:00-14:00, E 336 აუდიტორია
- 5 მაისი: 11:00-14:00, E 336 აუდიტორია
- 6 მაისი: 11:00-14:00, E 306 აუდიტორია
- 7 მაისი: 11:00-14:00, E 204 აუდიტორია
- 8 მაისი: 14:00-17:00, E 204 აუდიტორია
დასწრება თავისუფალია.
ლექცია-სემინარები ჩატარდება გერმანულ ენაზე, თანმიმდევრული ქართული თარგმანით.
დრ. მარტინ ბოლახერის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
[wpai_display_imported_files_here]