Loading Events

« All Events

  • This event has passed.

”ძილის მეცნიერებისა და ძილის მედიცინის საფუძვლები”

ივნისი 22, 2012 / 16:12

ამა წლის 2 ივლისს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, G106 აუდიტორიაში გაიმართება საზაფხულო სკოლის – ”ძილის მეცნიერებისა და ძილის მედიცინის საფუძვლები” – საზეიმო გახსნა. საზაფხულო სკოლა გაგრძელდება 2-დან 6 ივლისის ჩათვლით და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე შვეიცარიელი მეცნიერები.

საზაფხულო სკოლა იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის – ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თ. ონიანის ლაბორატორიასა და ჟენევის უნივერსიტეტის, საუნივერსიტეტო კლინიკის ძილის ლაბორატორიას შორის მიმდინარე პროექტის  –“ცოდნაზე დაფუძნებული პარტნიორობა საქართველოში ძილის მედიცინის კვლევითი პლატფორმის განვითარებისა და ძილის მეცნიერების ხელშეწყობის მიზნით”  – ფარგლებში. პროექტი სამ წლიანია და მას შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აფინანსებს.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 22, 2012
Time:
16:12
Event Category:
Event Tags: