
პარასკევს, 16 აპრილს, 12:00 საათზე, (A კორპუსის 101-ე აუდიტორია) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით გაიმართება დონორთა კლუბის პრეზენტაცია: „უანგარო დონორობა”, რომლის მიზანია სისხლის უანგარო დონაციის პოპულარიზაცია და დონორობის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
საქართველოში სისხლის დონაცია ძირითადად ფასიანია. განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სისხლის უსაფრთხოების ერთ-ერთი უპირველესი პირობაა ქვეყანაში უანგარო დონორობის ინსტიტუტის ჩამოყალიბება. აუცილებელია ფასიანი დონორების ჩანაცვლება უანგარო დონორებით.
[wpai_display_imported_files_here]