
4-5 ივნისს, 15:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება დომინიკ ჰოროდისკის საჯარო ლექცია შემდეგ თემებზე:
საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის შესავალი კურსი
საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის სამართლებრივი რეჟიმი და იურისდიქცია
ინვესტორთა დაცვის სტანდარტები
საერთაშორისო საინვესტიციო სამართალსა და ევროპულ სამართალს შორის არსებული შესაბამისობა და შეუსაბამობა
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.
მომხსენებლის შესახებ
დომინიკ ჰოროდისკი ვარშავის (პოლონეთი) სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი და პოლონეთის რესპუბლიკის გენერალური საბჭოს მრჩეველია. მისი აკადემიური და პროფესიული ინტერესების განსაკუთრებულ სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო საინვესტიციო სამართალი და არბიტრაჟი, ბიზნესსამართალი და კომერციული კომპანიების სამართალი. დომინიკ ჰოროდისკი არის პოლონეთის წარმომადგენელი საინვესტიციო არბიტრაჟში; 20-ზე მეტი აკადემიური ნაშრომის ავტორია.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 4-5 ივნისი, 14:00-დან 17:00 საათამდე
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
[wpai_display_imported_files_here]