
18 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T 102 აუდიტორიაში ანა მაყაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „სტერეოტიპები, როგორ ისტორიული წინაპირობა: სოციალური კლასის ხატი პოსტკომუნისტურ და კაპიტალისტურ საზოგადოებებში“.
სტერეოტიპის შინაარსის მოდელის მიხედვით, გარეჯგუფები მათდამი სტეროტიპული დამოკიდებულების ორი განზომილების – სითბოსა და კომპეტენციის – გადაკვეთაზე მიღებული ოთხი ტიპიდან ერთ-ერთის მეშვეობით ხასიათდება. კვლევაში შედარებულია 38 კაპიტალისტური და 9 პოსტკომუნისტური ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, მოსახლეობის სტერეოტიპები და ნაპოვნია სხვაობები, რომლებიც ამ ქვეყნებში არსებული კონტექსტით აიხსნება. მაგალითად, პოსტკომუნისტურ ქვეყნებში უფრო მაღალია მუშებისადმი დადებითი და მდიდრებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება .
დრო: 18 დეკემბერი, 19:30 საათი
ადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]