Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„ბიზნეს ქეისები -2011“ რეგისტრაციისა და ჩატარების განრიგი

მაისი 23, 2011 / 17:20

სტუდენტური პროექტი „ბიზნეს ქეისები-2011“ ილიას უნივერსიტეტში 2011 წლის მარტიდან დაიწყო. ბიზნესის ფაკულტეტისა და სტუდენტური თვითმართველობის ინიციატივით უკვე მეორეჯერ ტარდება. ეს პროექტი სტუდენტებს ეხმარება ბიზნესის სფეროში მიმდინარე სიახლეებზე ორიენტირებაში, პროფესიულ უნარჩვევებისა და კრიტიკული აზროვნების გამომუშავებაში, რომლის აქტუალურობაზე ისიც მეტყველებს, რომ წელს 53 გუნდი დარეგისტრირდა სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.                              
 
ა.წ. 7 მაისს, ქეისების საორგანიზაციო ჯგუფის წევრები: ს. ხინიკაძე (პროექტის ავტორი), თაკო ნოდია, გვანცა ხულუზაური და ჟიური: მ. გონაშვილი (თავ-რე), გ. აბაშიშვილი და გ. მიქანაძე შეხვდნენ მონაწილე გუნდების ლიდერებს, გააცნეს პრეზენტაცია პროექტის არსის, მიზნების, ჩატარების პროცედურებთან დაკავშრებით და უპასუხეს მათ შეკითხვებს. გადაწყდა, რომ პირველი ტური ჩატარდეს 3 ნაწილად, ანუ 18-18-17 გუნდი ითამაშებს და შემდგომ ეტაპზე გადავლენ მაქსიმალური ჯამური ქულების შედეგების მიხედვით. შემდეგ გამჭირვალობის პრინციპის დაცვისთვის ჩატარდა კენჭისყრა და ყველა გუნდს მიენიჭა თავისი ნომერი. (იხილეთ თანდართული ფაილი).

გუნდები თამაშზე უნდა მოვიდნენ განრიგის მიხედვით 24-25-27 მაისს, 18.30-ზე უნიფუდში.

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5. UNIFOOD-ის ტერიტორია.
 
დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 23, 2011
Time:
17:20
Event Category:
Event Tags: