Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ბიზნეს მარათონის – 20=200 პრეზენტაცია

იანვარი 27, 2014 / 11:07

29 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება ბიზნეს მარათონის- 20=200 პრეზენტაცია.
პროექტის მოკლე აღწერა:

20=200 ეს არის პროექტი, კერძოდ,16-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებით დაკომპლექტებული 10 გუნდი მონაწილეობას მიიღებს მარათონში, რომელშიც ევალებათ, შეიმუშაონ ბიზნეს იდეა, რომლის საშუალებითაც საწყის კაპიტალს – 20 ლარს გაზრდიან მინიმუმ 200 ლარამდე და დააგროვებენ ყველაზე დიდ მოგებას.

მონაწილეებს უფლება აქვთ, საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენონ საწყისი კაპიტალი, შეიძინონ სასურველი რესურსები და აწარმოონ ნებისმიერი სახის ლეგალური ბიზნესი. მონაწილეებს ასევე შეუძლიათ, მოიძიონ სპონსორი და მიიღონ მისგან გარკვეული სახის ფულადი თუ მატერიალური დაფინანსება, რომელმაც ჯამში არ უნდა გადააჭარბოს 150 ლარს.

მარათონის დაწყებამდე მონაწილე გუნდებს უტარდებათ ტრენინგები “GREAT  STARTUPERS”, რომლის განმავლობაშიც ღებულობენ ინფორმაციას ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა: კრეატიული და ინოვაციური აზროვნება, ეფექტური გუნდის შექმნა, ეფექტური ბიზნეს კომუნიკაციის დამყარება, ოფიციალური წერილების, შეთავაზებებისა და სასპონსორო პაკეტის წერა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტარტაპების  გამოყენება.
ტრენინგის შემდეგ გუნდები ხვდებიან წარმატებულ მეწარმეებსა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს და იღებენ მათგან სხვადასხვა სახის ბიზნეს კონსულტაციებს. გარდა ამისა, “ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი” მონაწილე გუნდებს უზრუნველყოფს საოფისე ფართით, სადაც მათ საშუალება მიეცემათ, იმუშაონ საკუთარი ბიზნეს იდეების დახვეწასა და განვითარებაზე.

გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ მოგებას დააგროვებს. თითოეული გუნდი  უკან აბრუნებს საწყის კაპიტალს, 20 ლარს და მოგების 30%-ს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით 9 თებერვალს გაიმართება ბიზნეს მარათონი 20=200.

იჩქარეთ!!! აპლიკაციები მიიღება 26 იანვრის ჩათვლით!!!
გუნდს ასევე შეუძლია, დარეგისტრირდეს იდეის გარეშე. ასეთ შემთხვევაში გუნდმა რაც შეიძლება ეფექტურად უნდა წარმოადგინოს მარათონში მონაწილეობის სურვილი და მოტივაცია.შერჩეული გუნდები პროექტის კონსულტანტებთან ერთად შეიმუშავებენ იდეებს.
სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:https://docs.google.com/forms/d/1rFdkk4S6PybGV5bF1F7CYDSbOGhIN7LyDA7Mn1GCJUY/viewform?edit_requested=true
პროექტის ორგანიზატორია: “ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი”.
პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს უნივერსიტეტი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
მედია პარტნიორი: ideahub

დამატებითი ინფორმაციისთვის:
598 162228 სალომე გოგაშვილი
555 281868 გიორგი კინწურაშვილი
555 605606 ქრისტი კაპანაძე
557 708807 მიხეილ ბერიანიძე
Event-ის facebook ლინკი: http://goo.gl/vwr7jn

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
იანვარი 27, 2014
Time:
11:07
Event Category:
Event Tags: