
5 ნოემბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრის დარბაზში გაიმართება ბენდ AUDITORIUM A-ის კონცერტი.
ბენდი ახლად შექმნილია და უკრავს საკუთარ კომპოზიციებს თანამედროვე ჯაზის სტილში. მისი ერთ-ერთი წევრი, დანიელ ადიკაშვილი (დრამი), ილიაუნის მუსიკის ცენტრის სტუდენტია. მასთან ერთად უკრავენ: ზურა სიმონიშვილი (გიტარა), ნიკა გაბაძე (გიტარა) და სანდრო კვაჭაძე (ბასი).
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]