
3 ოქტომბერსა და 4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, გ. წერეთლის #3) გაიმართება ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის კლინიკური, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ფსიქოლოგიის კვლევითი დეპარტამენტის თანადირექტორის, განათლების ფსიქოლოგის, დოქტორ შონ კამერონის საჯარო ლექციები ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის საკითხებზე.
3 ოქტომბერს საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე „პოზიტიური შედეგების მიღწევა მშობლების მიერ მიტოვებულ ან დაჩაგრულ ბავშვებსა და მოზარდებში“.
4 ოქტომბერს საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე „სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდების დახმარება: როგორ გადავაქციოთ პრობლემები შესაძლებლობებად“.
[wpai_display_imported_files_here]