
16 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდება ცნობილი ჰოლანდიური ვოკალური ანსაბლის – Barbers and Bishops – კონცერტი.
9 წევრისგან შემდგარ ანსამბლს Barbers and Bishops გამოარჩევს მამაკაცთა ხმების უნიკალური კომბინაცია (დაბალი ბანებიდან – მაღალ კონტრტენორამდე) და მდიდარი რეპერტუარი. ანსამბლის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის: http://www.barbers-bishops.nl
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდიც.
დრო: 16 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: B202 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]