
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება აღნიშნულ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და 2 აპრილს, 12:00 საათზე, ილიაუნის თეატრის სცენაზე გიწვევთ მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სამკურნალო პედაგოგიური სკოლისა და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის ერთობლივ ღონისძიებაზე.
პროგრამაშია:
1. ბავშვთა ორკესტრის კონცერტი;
2. თოჯინების თეატრი „სამი გოჭი“.
ხანგრძლივობა: 30 წუთი
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობენ როგორც განსაკუთრებული საჭიროების, ასევე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები და მოზარდები.
ორგანიზატორი: თინათინ კოშკაძე, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრი
მუსიკალური ხელმძღვანელი: თაკო გოგუაძე, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სამკურნალო პედაგოგიური სკოლა
სპექტაკლში ჩართულ ბავშვებსა და მოზარდებს დაეხმარებიან: გიორგი კეკელია, მარიამ გორგოშიძე, ეკო ხუციშვილი, სოფიო ზაზარაშვილი, ანი შაყულაშვილი, მარიამ გოჩაშვილი.
დრო: 2 აპრილი, 12.00 საათი
[wpai_display_imported_files_here]