
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აუტიზმის ცენტრი წელს უკვე მესამედ უმასპინძლებს აუტიზმის საზაფხულო სკოლას. საზაფხულო სკოლა 22 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. მისი თეორიული ციკლი 09:00-დან 12:00სთ-მდე გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ხოლო პრაქტიკული ნაწილი მხოლოდ წმ. გიორგის სახ. აუტიზმის ცენტრის თანამშრომლებისათვის იქნება ნებადართული.
სკოლას გაუძღვებიან ცენტრალური კალიფორნიის, ქ. ფრენსოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი ამანდა ადამსი და ამავე ცენტრის პროფესორი მერიენ ჯექსონი.
დასწრების მსურველებს უნდა ჰქონდეთ საბაზისო ცოდნა ქცევით თერაპიაში აუტიზმის დროს და იცნობდნენ ზოგადად შეფასების ინსტრუმენტებს.
[wpai_display_imported_files_here]