
18 თებერვალს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა დასაინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთან, გიორგი დალაქიშვილთან.
საუბრის თემაა: „მზის აქტივობა და მისი შესაძლო გავლენა დედამიწაზე“.
შეხვედრაზე განიხილება მზის ზედაპირზე მზეზე მიმდინარე ენერგეტიკული პროცესები და მზიდან წამოსული ნაკადების/ამოფრქვევების დინამიკა; მზეზე მიმდინარე პროცესების გავლენა თანამგზავრებზე, დედამიწისატმოსფეროში მიმდინარე დინამიურ პროცესებზე, დედამიწაზე არსებულ ინფრასტრუქტურაზე, ცოცხალსა თუ არაცოცხალ ბუნებაზე და ადამიანებზე.
დრო: 18 თებერვალი 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]