Loading Events

« All Events

  • This event has passed.

არქიტექტურული კონკურსი ილიაუნის სტუდენტებისთვის

მარტი 17, 2014 / 11:49

2014 წლის 20-21 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის საინჟინრო ფაკულტეტი  (საინჟინრო ფაკულტეტის  კორპუსი, მესამე სართული) უმასპინძლებს ბერნის (შვეიცარიის) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამა), ბერნის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა (არქიტექტურის, მერქნისა და მშენებლობის ფაკულტეტი) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი) ერთობლივ პროექტში – „ადგილობრივი ხელისუფლებისათვის სოციალური საცხოვრისის სფეროში ტექნიკური ექსპერტიზის გაზიარება“.
პროექტი მიზნად ისახავს ქალაქ ბათუმის სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მოსახლეობისთვის ორი ტიპის საცხოვრისის (სოციაულური საცხოვრისი და ხანდაზმულთა ინტერნატი) არქიტექტურული პროექტების შექმნას.
სემესტრის ბოლოს მოეწყობა არქიტექტურული კონკურსი, რომელში გამარჯვებული პროექტიც გადაეცემა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს შემდგომი რეალიზაციისათვის. დაგეგმილია ჩვენი უნივერსიტეტის არქიტექტურის მიმართულების სტუდენტების სტუმრობა ბათუმში და საპროექტო უბნის ადგილზე დათვალიერება.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მარტი 17, 2014
Time:
11:49
Event Category:
Event Tags: