Loading Events

« All Events

  • This event has passed.

არისკის საერთაშორისო სიმპოზიუმი: „განათლება სამხრეთ კავკასიაში: მოდერნიზაცია, ინოვაცია და სამომავლო ტენდენციები“

ივნისი 19, 2015 / 09:00

19 ივნისს, 9:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (არისკი) გიწვევთ საერთაშორისო სიმპოზიუმზე: „განათლება სამხრეთ კავკასიაში: მოდერნიზაცია, ინოვაცია და სამომავლო ტენდენციები“

სიმპოზიუმი ინტერდისციპლინურია და მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში განათლების რეფორმების, წარსული და მიმდინარე გამოწვევებისა და ახალი მიმართულებების კვლევას.

სიმპოზიუმის მიზანია, განსაზღვროს განათლების წინაშე მდგარი კულტურულად სპეციფიური გამოწვევები სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში და შექმნას სადისკუსიო ფორუმი მკვლევრების, პრაქტიკოსებისა და პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის. ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს დიალოგსა და აზრის გაცვლას საზღვრისპირა თანამშრომლობის  ფარგლებში. ძირითადი აქცენტი გაკეთდება უმაღლეს განათლებაზე.

სიმპოზიუმი ტარდება აშშ-ის განათლების დეპარტამენტის გრანტის საშუალებით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ თანადაფინანსებით. დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი ონლაინ-რეგისტრაცია არისკის ვებგვერდზე.

დამატებითი ინფორმაცია და სიმპოზიუმის პროგრამა იხილეთ აქ.

დრო: 19 ივნისი, 9:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)

სამუშაო ენა: ინგლისური

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 19, 2015
Time:
09:00
Event Category:
Event Tags: