
19 მაისს, ხუთშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, ცენტრის მკვლევარი, ალიკა კუპრავა, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საარჩევნო ლანდშაფტი და ეთნიკური უმცირესობები“.
მომხსენებელი ისაუბრებს არჩევნებში ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის გამოცდილებაზე, არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოს მიერ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებზე.
დრო: 19 მაისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]