
პროექტის ”ADSgeorgia – 2019” წლის სეზონის შემდეგი კვირა დაეთმობა საკომუნიკაციო სააგენტოს Windfor’s, რომელიც დაფუძნდა 2004 წელს. სააგენტოს მისიაა საქართველოს წარმოჩენა გლობალურ შემოქმედებით ასპარეზზე.
Windfor’s ამოცანაა მიზნისა და კრეატივის ინტეგრაცია.
„წარმატებული კრეატიული ამოცანის/დავალების საფუძველია სტრატეგიული ფიქრი, რაც ეხმარება ბრენდსა და ბიზნესს განვითარებაში.“ © Windfor’s
საკომუნიკაციო სააგენტოს საქმიანობებია: სტრატეგიული დაგეგმარება და კონსალტინგი, ბრენდინგი, კრეატიული გადაწყვეტილებები, დიზაინი, ციფრული დეველოპმენტი, მედია და PR დაგეგმარება, ფილმების, აუდიო და ვიდეოწარმოება.
კომპანიის ძირითადი კლიენტები არიან: ჯეოსელი, ფინკა ბანკი საქართველო, ისთ ფოინთი და ა.შ.
Windfor’s მიღწევები: Eurobest,Golden Drum,Golden Hummer,KIAF,Ad Black Sea და სხვა.
შეგიძლიათ იხილოთ ADS Georgia-ს პირველი სეზონის ფარგლებში გამართული Windfor’s შეხვედრების ვიდეოლექციები:
სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება ორშაბათს, 27 მაისს, და პარასკევს, 31 მაისს.
დრო: 27 და 31 მაისი, 16:30 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია
ღონისძიების სრული განრიგი: http://bit.do/AdsGeo-ganrigi
სარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/1ukviB
Facebook ჯგუფი: https://goo.gl/qoviDr
პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG)
საკონტაქტო ინფორმაცია:
student.affairs@iliauni.edu.ge
032 2 220009 (270), 592077727
[wpai_display_imported_files_here]