
15 იანვარს, ოთხშაბათს, 14:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება Adjara Group-ის დასაქმების ფორუმი.
შეხვედრაზე კომპანია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის წარმოადგენს ვაკანსიებს მომსახურების სფეროდან.
დაინტერესებული პირები შეძლებენ წინასწარი პროცედურების გარეშე ადგილზე გაიარონ გასაუბრება და დასაქმდნენ სასურველ თანამდებობაზე.
Adjara Group აერთიანებს ისეთ ობიექტებს, როგორებიცაა: Holiday Inn, Fabrika, Rooms hotel, Stamba hotel და სხვა.
დასაქმების ფორუმზე დასწრება თავისუფალია. დასწრების მსურველებს გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.do/adjgr
ვაკანსიები საინტერესოა ნებისმიერი კურსისა და მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
დრო: 15 იანვარი, 14:00-17:00 სთ.
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. ჩოლოყაშვილის N 3/5.
[wpai_display_imported_files_here]