Loading Events

« All Events

  • This event has passed.

დოქტორ ედიშერ კაღაშვილის საჯარო ლექცია

სექტემბერი 26, 2019 / 16:00

26 სექტემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში   დოქტორი ედიშერ კაღაშვილი წაიკითხავს მოხსენებას: „არაერთგვაროვნებით წარმოქმნილი ტალღები & არაერთგვაროვნებით წარმოქმნილი ტალღების გავლენა მზის, მაგნეტოსფეროს, იონოსფეროსა და ლაბორატორიული პლაზმის დინამიკაში“.

თემის მოკლე აღწერა: 

ტალღები დიდ როლს თამაშობს პლაზმაში ისეთ ფუნდამენტურ პროცესებში, როგორებიცაა ენერგიის გადატანა, ტურბულენტობის წარმოქმნა, ნაწილაკების აჩქარება და ა.შ. მომხსენებელი ისაუბრებს არაერთგვაროვნების მიერ წარმოქმნილ ტალღებზე და იმ ფორმალიზმზე/მეთოდზე,  რომელიც გამოყენებული იქნა ამ ტალღების აღსაწერად. ეს მეთოდი მეცნიერს საშუალებას აძლევს, განიხილოს უფრო კომპლექსური სურათი ტალღებისა და გარემოს ურთიერთობისა და აღწეროს რამდენიმე პროცესი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მზის, მაგნეტოსფეროს, იონოსფეროსა და ლაბორატორიული პლაზმის დინამიკაში.

დრო: 26 სექტემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
სექტემბერი 26, 2019
Time:
16:00
Event Category:
Event Tags: