Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„შავი სარკის“ ერთი სერიის ჩვენება და დისკუსია

ივნისი 21, 2019 / 18:00

21 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი ადამიანის უფლებათა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკასთან თანამშრომლობით ილიაუნის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცეში გახმაურებული სერიალის „შავი სარკე“ ერთ-ერთი ეპიზოდის – „მთელი შენი ამბავი“ ჩვენებასა და დისკუსიას გამართავს.

ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული სივრცის შეთავაზებაა.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

მომხსენებელი – გიორგი მელაძე, ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, საკონსტიტუციო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი

მოდერატორი – მარიამ გაბრიჩიძე, ილიაუნის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი

„შავი სარკე“, გახმაურებული ბრიტანეული სერიალი, გვიყვება, როგორ შეცვალა ახალმა ტექნოლოგიებმა ჩვენი ცხოვრება. თითოეულ სერიაში ადამიანების კომპიუტერებზე, სმარტფონებსა თუ ტაბლეტებზე მიჯაჭვულობის ამბავია მოთხრობილი.

სწორედ ტექნოლოგიებია თანამედროვე ადამიანის შავი სარკე, რომელიც მთელს ჩვენს ცხოვრებას ირეკლავს და იმახსოვრებს.

სერიას „მთელი შენი ამბავი“ ალტერნატიულ რეალობაში გადავყავართ, რომელშიც ადამიანები სპეციალური მოწყობილობის დახმარებით თითოეულ მოქმედებას იწერენ და შეუძლიათ საკუთარი წარსული „გადაახვიონ”.

რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს ამას?..

დრო: 21 ივნისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცე (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 21, 2019
Time:
18:00
Event Category:
Event Tags: