Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საინფორმაციო შეხვედრა მაგისტრობის კანდიდატებისათვის

აპრილი 9, 2018 / 11:00

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრობის კანდიდატებისათვის 2018 წლის 9 და 12 მაისს საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/registrationmasters

რა ინფორმაციას მიიღებთ საინფორმაციო შეხვედრაზე?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო შეხვედრაზე თქვენ შეხვდებით სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამის წარმომადგენლებს და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას:

  • რა პროგრამებზე ექნება მიღება 2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს;
  • როგორ უნდა დარეგისტრირდეთ ილიაუნის სამაგისტრო პროგრამებზე;
  • როგორ არჩევს ილიაუნი მაგისტრობის კანდიდატებს;
  • რას ისწავლით და ვინ გასწავლით თქვენ მიერ შერჩეულ სამაგისტრო პროგრამებზე;
  • რომელი გაცვლითი პროგრამებით შეგიძლიათ სარგებლობა სწავლის განმავლობაში.

შეხვედრის ბოლოს გექნებათ საშუალება, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხი კომპეტენტური პირებისაგან.

საინფორმაციო შეხვედრების განრიგი

რეგისტრაციისას უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღი და ფაკულტეტი. პროგრამები ფაკულტეტების მიხედვით შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: http://bit.ly/masterprogramsisu

9 მაისი, B201 აუდიტორია

  • 11:00 – ბიზნესის ადმინისტრირება
  • 13:00 – სამართლის სკოლა
  • 15:00 – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
  • 17:00 – საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი

12 მაისი, B201 აუდიტორია

  • 11:00 – ბიზნესის ადმინისტრირება
  • 13:00 – სამართლის სკოლა
  • 15:00 – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
  • 17:00 – საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკონტაქტო ინფორმაცია

032 2 22 00 09 (352)

pr@iliauni.edu.ge

Facebook.com/Iliauni

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აპრილი 9, 2018
Time:
11:00
Event Category:
Event Tags: