Loading Events

« All Events

  • This event has passed.

შოუ ბაბუხადიას „ბაყაყები” – წიგნის პრეზენტაცია „ლიგამუსში“

იანვარი 25, 2018 / 19:00

25 იანვარს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში” გაიმართება შოუ ბაბუხადიას სადებიუტო რომანის „ბაყაყები” პრეზენტაცია. წიგნის შესახებ ისაუბრებენ: ლევან ბერძენიშვილი, გიორგი ლობჟანიძე და ქეთი ქურდოვანიძე.

ადამიანს საკუთარი თავიდან გაქცევისა და სხვად გადაქცევის ცნობისწადილი უხსოვარი დროიდან აწვალებს. ხშირად ამას განაპირობებს შინაგანი პრობლემები, ხშირად კი – გარემო, რომელშიც ამა თუ იმ პიროვნებას ცხოვრება უხდება. მეტამორფოზა რთული გზაა, რომელიც დიდ მსხვერპლზე – საკუთარი თავის უარყოფაზე გადის. ახალგაზრდა მწერლის, შოუ ბაბუხადიას პირველი რომანის ცენტრალური პრობლემაც სწორედ ეს საკითხია: როგორ ახერხებს ესა თუ ის ადამიანი დაასამაროს თავის თავში თავისივე თავი და წამოდგეს სრულიად ახალ ადამიანად.

კარნავალური სულისკვეთებით გაჯერებული ეს ბრწყინვალე ტექსტი, რომლის გასაგებადაც მკითხველს შესაბამისი ლიტერატურული და ფილოსოფიური კონტექსტის კარგად გააზრება ესაჭიროება, ქართული ლიტერატურისათვისაც კარგად ნაცნობ თემატიკას სრულიად ახალი, განსხვავებული და თანამედროვეობის ადეკვატური მხატვრული ხერხებითა და, რაც მთავარია, უჩვეულო და სასიამოვნოდ გასაკვირი მწერლური ნიჭიერებით გთავაზობთ.

დრო: 25 იანვარი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი 32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტყეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
იანვარი 25, 2018
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: