
20 ოქტომბერს დასრულდა ილიაუნის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ფრენბურთში.
ვაჟთა ფინალში ერთმანეთს „როქი“ და “All Star“ დაუპირისპირდნენ. საინტერესო და დაძაბული სეტების შემდეგ როქმა ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა და ილიაუნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ასევე საინტერესო გამოდგა გოგონათა ჯგუფის მატჩები. წრიული სისტემით გამართულ შეჯიბრებაში გუნდმა „ნუ პაგაძიმ“ პირველი წაგებული მატჩის შემდეგ ყველა შეხვედრა მოიგო და 9 ქულით პირველ ადგილზე გავიდა.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ შესაბამისი მედლებით, გამარჯვებულ გუნდებს კი ილიაუნის გარდამავალი თასები გადაეცათ. ასევე მათ Mgroup-მა გადასცა „Halloween Night Party“-ის ბილეთები. აღნიშნული წვეულება 31 ოქტომბერს კლუბ „ოტიუმში“ გაიმართება.
შეჯიბრებაში მონაწილეობდა ვაჟთა 15, ხოლო ქალთა 5 გუნდი.
ფრენბურთის ჩემპიონატის ფოტომასალა და შედეგები სრულად იხილეთ:
[wpai_display_imported_files_here]