Loading Events

« All Events

  • This event has passed.

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: პოეზია და 7 ხელოვნება (IX ლექცია)

ივნისი 13, 2017 / 19:00

13  ივნისს,  სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის – „პოეზია და რეციტაცია“ –  ფარგლებში პოეტი რატიამაღლობელი აგრძელებს ლექციათა ციკლს – „პოეზია და 7 ხელოვნება“.

ლექციათა ციკლის  მეცხრე ლექციის თემაა: „ხელოვნების ნუგეშისცემა“.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ფაუსტი მუსიკასა და პოეზიას შორის, თავისუფლების იდეა და მისი მეტამორფოზები პოეზიაში, ძალაუფლებისა და ხელოვნების შინაგანი დაპირისპირება, გალაკტიონის „დროშები ჩქარა“ და ორმოცდამეერთე ფსალმუნი.

დრო: 13 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია

 

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 13, 2017
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: