
2017 წელს 25-28 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და წიგნის სახლი „ლიგამუსი“ მონაწილეობას იღებენ თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც გაიმართება „ექსპო-ჯორჯიას“ XI საგამოფენო პავილიონში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დამთვალიერებელს გააცნობს აქტუალური თემატიკის ლიტერატურას შემდეგი მიმართულებებით:
გარდა ბეჭდური გამოცემებისა, ბიბლიოთეკა საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას საკუთარი სერვისებისა და ელექტრონული რესურსების შესახებ; წიგნის სახლი„ლიგამუსი“ კი ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემებს 10%, 15%, 20% და 30%- იანი ფასდაკლებით შესთავაზებს.
დრო: 25-28 მაისი, 11:00-19:00 საათი
ადგილმდებარეობა: „ექსპო-ჯორჯიას“ XI საგამოფენო პავილიონი (წერეთლის გამზ. #118)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]