Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ილიაუნის ფორბსის კლუბში: გიორგი ბურჭულაძის საჯარო ლექცია

აპრილი 28, 2017 / 19:00

28 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

საჯარო ლექციას წაიკითხავს „ლივინგსტონის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, გიორგი ბურჭულაძე.

ლექციის თემა: ყველაფერი იწყება და მთავრდება,

მომხსენებლის შესახებ

28 წლის გიორგი ბურჭულაძე, „ლივინგსტონის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, პარტნიორებთან და 150 თანამშრომელთან ერთად, ქმნის კრეატიულ კამპანიებს, ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს, რითაც ბრენდებს თანამედროვე სამყაროში მომხმარებელთან ურთიერთობა უმარტივდება. მისი ძირითადი როლი სტრატეგიის განსაზღვრა და მისი იმპლემენტაციის მენეჯმეტია, რომლითაც „ლივინგსტონი“ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სააგენტოდ უნდა იქცეს. გიორგიმ, თანაგუნდელებთან ერთად, „ლივინგსტონს“ დიდი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მათ რიგებში კანის ფესტივალზე დამსახურებული ორი ბრინჯაოს ლომია. გარდა ამისა, გიორგი არის მობილური და ვებაპლიკაციების აკადემიისა და ლაბორატორიის, „ჯეოლაბის“, თანადამფუძნებელი და ელექტრონული საგანმანათლებლო პლატფორმის, “ნებულას”, თანადამფუძნებელი და სტრატეგიული განვითარების მენეჯერი. გიორგის უმაღლესი განათლება ESM-თბილისის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხით შემოიფარგლება.

დრო: 28 აპრილს, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 405 („ფორბსის“) აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2017 წელი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აპრილი 28, 2017
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: