
29-30 მარტს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საპატიო დოქტორი, ჰანს ულრიხ გუმბრეხტი, წაიკითხავს საჯარო ლექციათა ციკლს – სახელწოდებით: „კარლ მარქსი და მარქსიზმი 2017 წლის პერსპექტივიდან“.
მომხსენებლის შესახებ
ჰანს ულრიხ გუმბრეხტი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ლიტერატურათმცოდნე და კულტურის თეორეტიკოსია. იგი ავტორია წიგნებისა: „ფილოლოგიის ძალა“, „ცხოვრება დროის ზღვარზე“, „ათლეტური მშვენიერების ქება“, „დიდი რომანისტების ცხოვრება და სიკვდილი“, „დასწრებულობის წარმოება“ და სხვა.
პროფესორ გუმბრეხტის შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/1G2nqH
ლექციათა ენა: ინგლისური
დრო: 29-30 მარტს, 18:30 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]